დავით გარეჯი

საგარეო გარეჯზე: მიმდინარეობს კომუნიკაცია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან

"აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, ვმუშაობთ დარეგულირებაზე. თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება," - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი გავცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.

მისივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხირდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეზღუდვა მოხდა.

აღნიშნული თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მსგავს სიტუაციაში ემოციური განცხადებებისა და ქმედებებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, ვმუშაობთ დარეგულირებაზე. თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან. იცით რომ, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, მუშაობა გრძელდება დანარჩენ ერთ მესამედზე. იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიების განახლება უნდა მოხდეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ეს ორმხრივი პროცესია და პარიტეტის გათვალისწინებით მოხდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება," - ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ცნობითვის, დღეს, 25 აპრილს, გავცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერი გადაკეტეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, რომ მესაზღვრეებმა მონასტრის ტერიტორია გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვენებ.

"იძახიან, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, რაც სრული აბსურდია. ეს არის სასაზღვრო ზონა, ჯერ დადგენილი საზღვარი არ არის. მნიშვნელობა და უპორატესობა გააჩნია იმ მხარეს, რომელიც მოიხმარს ტერიტორიას და რომელიც ვართ ჩვენ, მაგრამ ისინი ჩვენი ფაქტობივი მოხმარების მხარეზე ამოდიან და კეტავენ მონასტერს," - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

კომენტარები