Game of thrones

რას ამბობს თქვენზე GAME OF THRONES-ის ის თეორია, რომლისაც გჯერათ

mashable.com

Game of Thrones-ის დასრულების შესახებ გულშემატკივრებში მრავალი თეორია არსებობს - ვინ დაიკავებს რკინის ტახტს? მოკლავს თუ არა არია ყველას თავისი სიიდან? გაიმარჯვებს თუ არა ღამის მეფე? და ა.შ.

წაიკითხეთ, რაც ამბობს თქვენზე GOT-ის ის თეორია, რომლისაც გჯერათ.

 

ბრანი ღამის მეფეა 


ფოტო: HBO

არსებობს თეორია, რომ ბრან სტარკი სინამდვილეში ღამის მეფეა. თეორიის მიხედვით, ბრანი მოინდომებს, რომ სამთვალა ყორანის სუპერძალები გამოიყენოს და წარსულში დაბრუნდეს, რათა ღამის მეფის შექმნის პროცესი შეაჩეროს. თუმცა, ამ დროს ბრანი იმ ადამიანის გონებაში გაიჭედება, ვინც ტყის შვილებმა ღამის მეფედ გარდაქმნეს.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე

თქვენ ცივი ლოგიკით მოაზროვნე ადამიანი ხართ. გაურკვეველი დასასრული უფრო მეტად გაწუხებთ, ვიდრე სხვა ადამიანებს, რადგან პირდაპირი აზროვნება გაქვთ და იცით, რომ რაღაცების ცოდნა მნიშვნელოვანია. ამ დროისთვის ჩვენ არაფერი ვიცით ღამის მეფის მოტივაციების შესახებ, რაც თქვენ თვალში მას არადამაკმაყოფილებელ ვილენად აქცევს.

 


ტირიონი ნახევრად ტარგარიენია


ფოტო: HBO

არსებობს თეორია, რომ სინამდვილეში ტირიონი ჯოანა ლანისტერისა და მეფე აერის ტარგარიენის შვილია. სამ ცალ დრაკონს სამი მმართველი ტარგარიენი სჭირდება, თეორიის მიხედვით კი ერთერთი სწორედ ტირიონია.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე

თქვენ იდეალისტი ხართ. ფიქრობთ, რომ ტირიონის განვლილი რთული გზის შემდეგ, მას საბოლოოდ მაინც კარგი დასასრული უწერია. დიდხანს იცოცხლოს მეფე ტირიონმა და თქვენმა ოპტიმიზმმაც, ასევე.

 

სერსეი ღამის დედოფალი ხდება


ფოტო: HBO

ჯორჯ მარტინის წიგნში "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" არსებობს ლეგენდა ღამის დედოფლის შესახებ, რომელიც თეთრი მოსიარულეების დედოფალია და ღამის მეფესთან ერთად არის. მართალია, წიგნების ღამის მეფე სერიალის ღამის მეფისგან განსხვავდება, თუმცა ამ ლეგენდამ წარმოშვა თეორია, რომ იმ მომენტში, როდესაც სერსეი მიხვდება რომ ომს ვერ გადაურჩება, ის ალიანსისთვის ღამის მეფეზე დაქორწინდება და თეთრი მოსიარულეების დედოფალი გახდება.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე 

თქვენ წესრიგის შენარჩუნება გინდათ. სერსეის ღამის დედოფლობა ყველაფრის ამოტრიალებაა, თუმცა მისი პერსპექტივიდან ეს შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც სტატუს კვოს შენაჩრუნებისთვის ბევრ რამეს იზამს, მითუმეტეს როდესაც ეს სტატუს კვო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კარგი იქნება. სერსეი ყველაფერს გააკეთებს თავისი ჯერ არდაბადებული შვილის დაცვისთვის, ასევე არც თქვენ უშინდებით რისკებს.

 

ჯეიმი მოკლავს სერსეის


ფოტო: HBO

თეორია, რომ სერსეის ჯეიმი მოკლავს პოპულარულია როგორც წიგნის მკითხველებში, ასევე მხოლოდ სერიალის მაყურებლებშიც. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც სერსეის მკითხავი ეუბნება, რომ მას სამივე შვილი მოუკვდება და თვითონ მისი პატარა ძმა მოკლავს, შესაძლოა ამაში ჯეიმის გულისხმობდეს, რადგან ჯეიმი სერსეიზე რამდენიმე წუთით გვიან დაიბადა. 

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე

თქვენ მორალურობის ნიმუში ხართ. ღირსება და ერთგულება თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ღირებულებები. ჯეიმისავით, თქვენც გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოვალეობები და ღირსება ერთმანეთს შეჯახებიან და ეს შესაძლოა იყოს ყველაზე რთული და სტრესული დილემა თქვენს ცხოვრებაში.

 

არია მოკლავს სერსეის


ფოტო: HBO

არია სტარკს სერსეი ლანისტერის მოკვლა მას შემდეგ უნდა, რაც დედოფალმა მონაწილეობა მიიღო მისი მამის, ნედ სტარკის მკვლელობაში. არიას იმათი სია აქვს, ვისი მოკვლაც უნდა, მათ შორის ერთ-ერთი სერსეი ლანისტერია. ამ თეორიას იზიარებენ ისინიც, ვინც ფიქრობს რომ სერსეის ჯეიმი მოკლავს, ოღონდ მათი აზრით ეს განსხვავებულად მოხდება - არია სტარკი ჯეიმი ლანისტერის სახეს გაიკეთებს, მეფის სავანეში ჩავა და სერსეის ისე მოკლავს.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე 

თქვენ მცველი ხართ. სამართალი ძალიან მნიშნელოვანია თქვენთვის, არ აქვს მნიშვნელობა მის ფასს. თვალი თვალის წინ უფრო მეტია, ვიდრე მაქსიმა, ეს არის თქვენი ცხოვრების წესი. გაწუხებთ, როდესაც რაღაცები უსამართლოდ ხდება და ხშირად ცვლით ასეთ რამეებს, რადგან ძალიან ძლიერი გრძნობა გაქვთ იმის შესახებ, რა არის სწორი.

 

სინამდვილეში სემი წერს "ყინულისა და ცეცხლის სიმღერას"


ფოტო: HBO

ამ თეორიის მიმდევრებს სჯერათ, რომ სერიალში სემუელ ტარლი ჯორჯ მარტინის პროტოტიპია და სინამდვილეში, წიგნში სემი აღწერს ყველაფერს, რასაც ჩვენ Game of Thrones-ში ვხედავთ.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე 

თქვენ პრაქტიკული ადამიანი ხართ.

სხვა Game of Thrones-ის ფანებისგან განსხვავებით, თქვენ არ ხართ ფოკუსირებული ბრძოლებზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს თეთრ მოსიარულეებთან ბრძოლა მარტინის სამყაროსთვის და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ამბავი. ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებული იყოთ ვინ დაიკავებს საბოლოოდ ტახტს, თქვენ უფრო ხელშესახები ფაქტები და მათი დიდი შედეგები გაინტერესებთ.

 

დენერისი გიჟი დედოფალი ხდება


ფოტო: HBO

თეორიის მიხედვით, დენერისი ვესტეროსის პირველი გიჟი დედოფალი გახდება, რადგან ის მამამისს, მეფე აერის ტარგარიენს დაემსგავსება, რომელიც ვესტეროსის გიჟი მეფის სახელით არის ცნობილი.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე

თქვენ გიყვართ დენერისი, თუმცა რეალისტი ადამიანი ხართ, რომელიც ბევრ კითხვას სვამს. როდესაც წარმოიდგენთ მერვე სეზონის დასასრულს, წარმოიდგენთ რომ დენერისი ტახტზე ზის, თუმცა ის არ გამოიყურება კარგად. თქვენ აფასებთ მის ამბიციებს, თუმცა ხედავთ რომ ცეცხლთან ცეცხლითვე ბრძოლას ლიმიტები აქვს და მზად ხართ პესიმისტური დასასრულისთვის.

 

რკინის ტახტი დადნება


ფოტო: HBO

ამ თეორიის მიხედვით, საბოლოოდ რკინის ტახტზე ვერავინ დაჯდება, თვითონ ტახტი კი საბოლოო ბრძოლაში თეთრი მოსიარულეების წინააღმდეგ დენერისის დრაკონების ცეცხლით დადნება.

რას ამბობს ეს თეორია თქვენზე

თქვენი თეორიები სპეციფიკურია, კრეატიულია და რამდენიმე შრედ იყოფა.

თქვენ გჯერათ, რომ დენერისი საბოლოო მიზანთან ძალიან ახლოს იქნება, თუმცა ასევე ფიქრობთ რომ ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს.

კომენტარები