ვანო მერაბიშვილის საქმე

კობახიძე: ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში," - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით "უდოს" კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომისიამ მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. 

"უდოს“ კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, მათ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში," - ამბობს კობახიძე.

"უდოს" კომისიამ საქმე 11 აპრილს განიხილა და ყოფილ პრემიერს გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

„უდოს“ კომისიას მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის თავიდან განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.

იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 25 მარტს ამოეწურა, უწყებას გადაწყვეტილება საპელაციოში არ ჰქონდა გასაჩივრებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ კომისიას ხელახლა უნდა ემსჯელა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

პირველ ჯერზე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფძვლოდ იქნა მიჩნეული, სწორედ ამიტომ დაევალა კომისიას საკითხის თავიდან განხილვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები