დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: კეთილი იყოს შენი შემოსვლა რბოლაში, მძინარე ჯო

დონალდ ტრამპი
CNN

დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"კეთილი იყოს შენი შემოსვლა რბოლაში, მძინარე ჯო. მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ აღმოგაჩნდება ინტელექტი, რაც დიდი ხანია ეჭვქვეშაა, რომ წარმატებული კამპანია აწარმოო პრაიმერისის დროს. ბინძური იქნება - საქმე გექნება ხალხთან, ვისაც მართლა ავადმყოფური და შეშლილი იდეები აქვს. მაგრამ შენ თუ ამას მოახერხებ, სტარტის კართან შევხვდებით!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა:

"ამ ერის ფუნდამენტური ღირებულებები... მსოფლიოში ჩვენი პოზიციები... ჩვენი დემოკრატია... ყველაფერი, რამაც ამერიკა ამერიკად აქცია, საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომაც, დღეს ვაანონსებ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები,"- დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე და ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

ბაიდენი კენჭს დემოკრატიული პარტიიდან იყრის, საიდანაც მისი მთავარი კონკურენტები პრაიმერისის დროს ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი იქნებიან.

ჯო ბაიდენი 76 წლისაა, მასზე უფროსი სხვა კანდიდატებს შორის მხოლოდ 77 წლის ბერნი სანდერსია.

კომენტარები