ფოთის საკრებულო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე: ჩვენ შორის ზონდერს შ****ი

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ საკრებულოს სხდომაზე შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას მიერ წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიშის კრიტიკას მოჰყვა. 

ანგარიში ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა. მათი თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა. არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო რაც კეთდება, ყველაფერი უხარისხოა და ხელახლა სჭირდება მოწესრიგება. 

„ის ყველაფერი, რაც ხდება ქალაქში, არის მისი მერობის დროს ჩადენილი და გაჩერებული და გაფლანგული ეს თანხები და კრიტიკას როცა ეუბნები მას ჰგონია, რომ ეს პირადული და ამას ყველაფერს მოჰყვა ეს ყველაფერი. ის უბრალოდ არის მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო მერი და პატარა კაცუნიაა", - თქვა ფოთის საკრებულოს წევრმა ევროპული საქართველოდან ვახტანგ დარცმელიძემ.

კომენტარები