ნავთობი

გერმანიასა და პოლონეთში რუსული ნავთობის იმპორტი ხარისხის პრობლემების გამო შეაჩერეს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

24 აპრილს გერმანიისა და პოლონეთში რუსული ნავთობის იმპორტი ხარისხის პრობლემების გამო დრუჟბას მთავარი მილსადენიდან აკრძალეს.

ხარისხის პრობლემა გასულ კვირას გაჩნდა, როდესაც უცნობმა რუსულმა მწარმოებელმა კომპანიამ ნავთობი ორგანული ქლორიდით დააბინძურა, რასაც გადამამუშავებელი აღჭურვილობის განადგურება შეუძლია. შემთხვევის შემდეგ დასავლელმა მყიდველებმა რუსულ მონოპოლიურ კომპანია ტრანსნეფტს შესაძლოა კომპენსაცია მოსთხოვონ.

დრუჟბის მილსადენს დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადინება შეუძლია, რაც მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნის 1% არის. ჩრდილო განშტოებით ის პოლონეთსა და გერმანიას ამარაგებდა, ხოლო სამხრეთით ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და სლოვაკეთს ამარაგებს. ამჟამად მოცულობა დღეში დაახლოებით 700 000 ბარელამდე შემცირდება.

იმპორტის შემცირების შემდეგ 25 აპრილს წელს პირველად გაიზარდა ნავთობის ფასი და ერთი ბარელი 75$ გაუტოლდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაბინძურებული ნავთობი უკვე ამოიღეს. რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის დმიტრი კოზაკის განცხადებით, 29 აპრილს ევროპაში ხარისხიანი ნავთობის გაშვებას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ 26 აპრილს პოლონეთში განიხილავდნენ მათ გადაწყვეტილებას.

ორმა სავაჭრო წყარომ აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამაც შეწყვიტა დაბინძურებული რუსული ნავთობის მიღება, თუმცა ბელორუსული მილსადენის კომპანიის ინფორმაციით, სამხრეთული განშტოებით ისინი კვლავ იღებდნენ ნავთობს.

ჯერჯერობით დაბინძურებული ნავთობი დრუჟბას მილსადენისა და ბალტიის პორტის ურსტ ლუგადან გააგზავნეს. ზოგიერთმა მყიდველმა უსრტ ლუგადანაც აკრძალა ნავთობის იმპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები