სელენა გომესი

"მეგობრებმა ჩემი ცხოვრება გადაარჩინეს" - სელენა გომესმა დეპრესიასა და თერაპიაზე ისაუბრა

Rolling Stone

სელენა გომესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დატოვების შემდეგ პირველი დიდი ინტერვიუ მისცა.

ამერიკელმა მომღერალმა თავის დეპრესიასა და თერაპიაზე ისაუბრა.

"მე მქონია კარგი და ცუდი მომენტები. მგონია რომ ხალხი არ მიცნობს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მე სხვების დარიგებით ვსაუბრობ. არ ვიცი, როგორ შეიძლება სხვებმა დამარიგონ მე რას ვილაპარაკებ?", - თქვა სელენა გომესმა.

სელენა გომესი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2018 წლის ოქტომბერში მოხვდა, მას შემდეგ რაც ემოციური აშლილობის გამო საავადმყოფოში მოხვედრა ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მოუწია. ფსიქიკური ჯანრმთელობის ცენტრი მომღერალმა დეკმბერში დატოვა.

"მე მჯერა თერაპიის. ვისურვებდი, რომ ბევრი რამ, რაც გამოვცადე ცოტათი სხვანაირად გამეკეთებინა, თუმცა მე თერაპია ავირჩიე. თერაპია ძნელია, მაგრამ არაჩვეულებრივია. ჩემს მეგობარსაც, რომელსაც თერაპია პირველად არ მოეწონა, ვურჩიე რომ მისთვის ერთი თვე კიდევ დაეთმო, რადგან ძნელია სხვა ადამიანთან მალე გახსნა. არ ვამბობ, რომ ეს ყველამ უნდა ქნას, თუმცა მე თერაპია ბავშვობისა და ჩემი თავის უკეთ გააზრებაში დამეხმარა", - თქვა სელენა გომესმა.

მომღერალმა ინტერვიუში თავის ფანებსაც მიმართა.

"თქვენ საკმარისები ხართ. თუ ოჯახში პრობლემები გაქვთ, ან შფოთავთ, ან დეპრესია გაქვთ ან ნივთიერებებზე ხართ დამოკიდებული, ვფიქრობ რომ არასდროს არ ხართ ძალიან შორს. ყველა ადამიანი ღირებული და მნიშვნელოვანია, ყველა ერთმანეთის თანასწორია. მე მაღელვებს ეს მსოფლიო და ერთადერთი ჩემი მესიჯი არის ის, რომ თქვენ საკმარისები ხართ. თქვენ ღირებულები ხართ და თუ ოდესმე თავს მარტოსულად იგრძნობთ, იცოდეთ რომ კიდევ მილიონობით ადამიანია თქვენნაირად, რომლებიც მინდა რომ გავამხნევო. ეს ძალიან რთულია. მე წლები დავხარჯე იმისთვის, რომ მივხვედრილიყავი ვინ ვარ. მე მჯერა ხალხი და მინახავს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ძალიან ძნელი რაღაცებისთვის გაუძლიათ", - თქვა სელენა გომესმა.

სელენა გომესის თქმით, მეგობრებმა მისი ცხოვრება გადაარჩინეს.

"მე სამი არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. დავაკვირდი, როდესაც სხვა ხალხთან ან ბევრ ხალხში ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, ყველა ჩვენს მეგობრობაზე საუბრობს. ჩემმა მეგობრებმა ჩემი ცხოვრება გადაარჩინეს. იმიტომ, რომ ისინი გულწრფელები და მოსიყვარულეები არიან, არასდროს განმსჯიან", - თქვა სელენა გომესმა.

კომენტარები