შუალედური არჩევნები

იმამკულიევი: ჩვენი უპირატესობაა, რომ მომავალზე ვსაუბრობთ და არა წარსულზე

"დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით ჩვენი უპირატესობა არის, რომ ჩვენ მომავალზე ვსაუბრობთ და არა წარსულზე," - მარნეულში ვეროპული საქართველოს მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. იმაკულიევთან შეხვედრაზე სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობს. სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. მერობის კანდიდატმა ყიზილაჯლოს მაცხოვრებლებს საარჩევნო პროგრმა გააცნო. 

"სოფელ ყიზილაჯოში შევხვდი ადგილობრივებს, სადაც გავეცანი მათ პრობლემებს. ჩვენ გავაცანით მოსახლეობას გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენი უპირატესობა არის დღევანდელი ხელისუფლებისგან, ის რომ ჩვენ მომავალზე ვსაუბრობთ და არა წარსულზე. ევროპული საქართველო ორიენტირებულები ვართ საქართველოს და მარნეულის მომავალზე," - თქვა იმამკულიევმა.

საქართველოში შუალედური არჩვენები 19 მაისს ჩატარდება.

 

 

 

კომენტარები