დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯში მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა

დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა დაუდასტურა.

,,საბედნიეროდ გზა გაიხსნა, მომლოცველებს და სასულიერი პირებს გადაადგილების საშუალება დილიდან მოგვეცა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბილიკების გაკეთებაც შეწყვიტეს”, – ამბობს მამა კირიონი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

კომენტარები