ჩერნობილი

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

Kateryna Upit / Shutterstock

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. უკრაინა ამ დღესთან დაკავშირებით მემორიალურ ღონისძიებებს აწყობს  იმ მიზნით, რომ მსოფლიოს ახსოვდეს უდიდესი ტრაგედიის შესახებ. 

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამ დღეს Facebook-ით გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, ვინც ჩერნობილში ხანძრის ლიკვიდირებაში მიიღო მონაწილეობა. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინას ამ კატასტროფით გამოწვეული შედეგების გადალახვაში ეხმარებიან. 

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში იმ შენობის სახურავი ააფეთქეს, რომელშიც ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. რადიოაქტიური ნივთიერება ატმოსფეროში გაიფანტა, გასცდა უკრაინის საზღვრებს და რუსეთში, ბელორუსის ტერიტორიებსა და ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა.

30 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ათასობით ადამიანს, რადიაციის გამო, სიკვდილი დაემუქრა. 

25 აპრილს გაეროს მეცნიერებმა, რომლებიც ვენაში არსებული ატომური გამოსხივების გავლენას სწავლობენ, განაცხადეს, რომ 1991 დან 2015 წლამდე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესად უკრაინასა და ბელორუსში, ასევე რუსეთის ნაწილში. 

მეცნიერების თქმით, ინციდენტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოთხიდან ერთი შემთხვევა  რადიაციისგან არის გამოწვეული.

2016 წლის ნოემბერში დაზიანებულ რეაქტორზე უზარმაზარი თაღი განათავსეს რადიაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით. ევროპის ბანკმა მისი რეპროდუქციისა და განვითარების პროექტი 1.6 მილიარდი დოლარით დააფინანსა.

კომენტარები