ხანძარი

ნავთლუღის ბაზრის მახლობლად ჯიხურები დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად 50მ2-მდე ფართობზე განთავსებული ჯიხურები დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. 

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს.

ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი - 25 მეხანძრე მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

კომენტარები