ბარსელონა

ბარსელონას ოფიციალურმა Facebook გვერდმა პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

საფეხბურთო გუნდის, კატალონიის ბარსელონას, ოფიციალურ Facebook გვერდზე პოსტი ქართულ ენაზე გამოქვეყნდა. გუნდმა ამ გზით ქართველ გულშემატკივარს ამცნო, რომ აჭარაბეთის სახით ქვეყანაში ოფიციალური პარტნიორი ჰყავს. 

პოსტი FC Barcelona-ს გვერდზე 23 აპრილს გამოქვეყნდა და მას ქართველი მხარდამჭერების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"მივესალმებით ჩვენს ქართველ გულშემატკივრებს და გვინდა გაცნობოთ, რომ ბარსელონას ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი უკვე საქართველოშიც ჰყავს - საქართველოს წამყვანი ონლაინ სპორტ-ბეთინგის პორტალი adjarabet.com კლუბის ოფიციალური პარტნიორი გახდა,"- წერია Facebook პოსტში. 

კომენტარები