ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტი: ბრაზილია ვერ იქნება გეი ტურიზმის სამოთხე, ჩვენ ოჯახები გვყავს

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რომ ქვეყანა "გეი ტურიზმის სამოთხედ" არ უნდა გადაიქცეს.

"თუ გსურთ ჩამოსვლა და ქალთან სექსი, რამდენიც გინდათ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ ეს ადგილი გეი ტურიზმის სამოთხედ იქცეს. ბრაზილია ვერ იქნება გეი სამყაროს და გეი ტურიზმის ქვეყანა. ჩვენ ოჯახები გვყავს." თქვა მან ბრაზილიური ჟურნალის, Exame-ის მიხედვით.

ლგბტ აქტივისტების თქმით მისი კომენტარები ქვეყანაში სიძულვილის და ჰომოფობიის გაღვივებას უწყობს ხელს.

ბოლსონაროს ჰომოფობიური კომენტარები წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. მან ერთხელ განაცხადა კიდეც: "დიახ, ჰომოფობი ვარ და ძალიან ვამაყობ ამით."

2011 წელს Playboy-ს ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გეი შვილის შეყვარებას ვერ შეძლებდა და ურჩევნია ასეთი შვილი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპოს.

2013 წელს ინტერვიუსას მან თქვა, რომ ჰომოსექსუალი ფუნდამენტალისტები ჰეტეროსექსუალ ბავშვებს ტვინს ურეცხავენ, გეებად და ლესბოსელებად აქცევენ და ბრაზილიის საზოგადოებას ჰომოსექსუალები არ მოსწონს.

კომენტარები