ბრაზილია

ბრაზილიაში თუთიყუში ნარკომოვაჭრეებთან კავშირის გამო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

Globo

22 აპრილს ბრაზილიაში თუთიყუში, რომელმაც ორი ნარკომოვაჭრე პოლიციის მოსვლის თაობაზე გააფრთხილა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუთიყუშის გაფრთხილებას შესაძლოა ოპერაცია ჩაეშალა.

პოლიციის მოსვლისას თუთიყუშმა პორტუგალიურად დაიძახა "დედა, პოლიცია!". თუთიყუშის მცდელობის მიუხედავად ნარკომოვაჭრეები დააკავეს. ბინაში ნარკოტიკული საშუალებები და დიდი რაოდენობის თანხა იპოვნეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თუთიყუში, რომლის სახელსაც პოლიცია არ ასახელებს, პოლიციელებთან ხმას არ იღებს.

"უამრავი პოლიციელი მოვიდა, თუმცა მას არაფერი უთქვამს," - აღნიშნა ადგილობრივმა ვეტერინარმა.

პოლიციელების აზრით, თუთიყუში ძალიან დამჯერია და ის სპეციალურად გაწვრთნეს, რათა პოლიციის ავტომობილების ხმა ეცნო და პატრონები გაეფრთხილებინა. თუთიყუში ამჟამად ტერეზინას ზოოპარკში იმყოფება.

კომენტარები