კრიმინალი

ზუგდიდში მარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა ზუგდიდში მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს. შსს-ს ცნობით, 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა.

"მან 150 ლარამდე თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები