კრიმინალი

ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს

ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს. მომხდარის შესახებ პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ აცნობა. მათი ინფორმაციით, მილი გაიჭედა და შემოწმების შემდეგ ებრიონი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები