აღდგომა

ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების 22-ე და 43-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის დღესასწაულს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს. საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით კვერცხები წითლად შეღებეს. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო დღესასწაულები მუდამ აღინიშნება.

კომენტარები