ავტოავარია

ახმეტაში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი - დაშავდა

flickr

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი - დაშავდა.

ილტოს ხეობაში მსობუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები