კრიმინალი

გურჯაანში მამამ შვილი მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, მამამ შვილი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამი იყო და შვილთან შელაპარაკება მოუვიდა.

შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალევე დააკავეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები