რუსი ბაიკერები

რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს

cbsnews.com

რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს.

ინფორმაცია თვდაპირველად გამოცემა ეურასია დეილი-მ გავრცელა, რაც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. 

რუსული მედიის ცნობით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი კოლონა "ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აუკრძალეს ტრანზიტიც

შსს აცხადებს, რომ მათ უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "თ" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ. მუხლის მიხედვით, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

რუსული მედიის ცნობით, კოლონაში 30 ბაიკერი იყო. ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. დაწესებული აკრძალვა 10 მაისამდე იქნება ძალაში. 

კომენტარები