მოდელის გარდაცვალება

ბრაზილიელი მოდელი დეფილეს დროს მოულოდნელად წაიქცა და გარდაიცვალა(Video)

0 კომენტარი

სან პაულოს მოდის კვირეულის ბოლო დღეს, ბრაზილიელი მოდელი პოდიმუზე გასვლიდან რამდენიმე წამში გარდაიცვალა

26 წლის ტელეს სუარესმა პოდიუმზე თავი ცუდად იგრძნო, წაბორძიკდა, დაეცა და გონება დაკარგა. 

მედიის ცნობით, თავდაპირველად მაყურებლებს ეს შოუს ნაწილი ეგონათ, თუმცა როცა მოდელთან ექიმები მივარდნენ, სიტუაცია გაირკვა. სუარესი კრუნჩხვებში ჩავარდა და პირიდან ქაფი წამოუვიდა.

ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მოდელი გარდაიცვალა. 

ტანსაცმლის ბრენდმა Ocksa-ს წარმომადგენლებმა, რომლის ბრენდის ჩვენების დროსაც მოხდა ინციდენტი, Instagram-ზე დაწერეს, რომ მომხდარით შოკირებულები არიან. 

სუარესი სამოდელო სააგენტო MGT Base-ს მოდელი 2018 წლიდან იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 26 წლის ტელეს სუარესის გარდაცვალების მიზეზი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები