არჩილ ტატუნაშვილი

მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის მამამ შვილის ხსოვნას პატივი მიაგო

რუსთავი 2

მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის მამამ შვილის ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის მამამ შვილის ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ტატუნაშვილმა პატივი ასევე მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. 

„თხოვნა იყო მაგისი ის, რომ თუ რამე დამემართაო, რავიცი, გული უგრძნობდა თუ რა, ძმათა სასაფლაოზე დამმარხეთო. ძალიან დიდ პატივს სცემდა ამ გმირებს, თითქმის ყოველ კვირა ამოდიოდა, ხან კვირაშიც ორჯერაც ამოდიოდა. ჩემი მიზანია, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს და დამნაშავეები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე," - თქვა გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი, ყოფილი სამხედრო, რუსმა ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს მისი ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, 26 დღის შემდეგ გადასცეს. 

მისი მკვლელობის საქმე სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც არის შეტანილი. სასამართლო მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები