თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 30 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ფოცხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და შინდისის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:40 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები