Dolce & Gabbana

მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის 14 წლის შვილი Dolce & Gabbana-ს სახე გახდა

მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის 14 წლის შვილი, დევა კასელი Dolce & Gabbana-ს სარეკლამო სახე გახდა. 

რამდენიმე დღის წინ დევა იტალიის ერთ-ერთ ქუჩაზე, გადაღებების დროს დააფიქსირეს. 

ეს დევასთვის პირველი სერიოზული პროექტია. დედამისი, ლეგენდარული მონიკა ბელუჩი არაერთხელ ყოფილა Dolce & Gabbana-ს სახე. ის ქალიშვილის გადაღებებსაც ესწრებოდა. 

ჯერჯერობით ოფიციალური ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა Instagram-ზე გადაღებების რამდენიმე კადრი გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, რომ გოგონა თეთრ კაბაშია გამოწყობილი და აღსანიშნავია, რომ ის დედას ძალიან ჰგავს.

კომენტარები