აფეთქებები შრი ლანკაში

შრი ლანკაში აიკრძალა სამოსი, რომელიც ადამიანის სახეს ფარავს

bbc

შრი ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ცნობით, ბრძანება 29 აპრილს შევიდა ძალაში და ეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირდება. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10% - 21 მილიონი ადამიანი მუსლიმია. 

შეგახსენებთ, რომ შრი ლანკაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-დან 253-მდე ჩამოვიდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით მსხვერპლის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება დათვლისას დაშვებულმა შეცდომამ და გარდაცვლილთა ამოცნობის სირთულემ გამოიწვია.

პოლიციამ უკვე დაადგინა 9 თავდამსხმელის ვინაობა. ყველა მათგანი შრი ლანკელია. მათ შორის ერთი ქალია. ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ყველას ჰქონდა განათლება მიღებული. ორი თავდამსხმელი კი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის შვილია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გამოძეიბა ადგილობრივ დაჯგუფებებსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის კავშირს იკვლევს.

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცით აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმით თავდასხმებში ორი ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება მონაწილეობდა.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

ინფორმაციაზე არასათანადო რეაგირების გამო თანამდებობა დატოვეს პოლიციის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ.

კომენტარები