ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: კომერციული საიდუმლოების გადაცემის გამო მებაჟე ოფიცერი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონო შეგროვება - გადაცემის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურეობრივად სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე ხელი მიუწვდებოდა, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბრალდებულ ამ ინფორმაციას დაინტერესებულ პირს გადასცემდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები