იაპონია

იაპონიის იმპერატორმა ტახტი შვილს დაუთმო, ეს ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად მოხდა

CNN

იაპონიის 85 წლის იმპერატორი აკიჰიტო გადადგა, რითიც თანამედროვე ისტორიაში პირველი იაპონელი მონარქი გახდა, რომელმაც ტახტი სიცოცხლეშივე დათმო. 

მისი შვილის, 59 წლის პრინც ნარუჰიტოს, კორონაცია 1 მაისს გაიმართება. ნარუჰიტო რიგით 126-ე იმპერატორი იქნება. 

იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას “რეივას ეპოქა“ ერქმევა. იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს. 31-წლიანი ჰეისეის ეპოქა იმპერატორ აკიჰიტოს წასვლასთან ერთად დასრულდა.

სიტყვა რეივა ორი იეროგლიფისგან შედგება და წესრიგსა და მშვიდობას ან ჰარმონიას გამოხატავს. ყოველი ახალი ეპოქის სახელი ქვეყნის შემდგომი ათწლეულების მისწრაფებას გამოხატავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იეროგლიფები ჩინური ტექსტის ნაცვლად მე-8 საუკუნის კლასიკური იაპონური პოემიდან, მანიოშუდან აიღეს. მანიოშუ მდიდარი იაპონური კულტურისა და გრძელი ტრადიციის სიმბოლოა. პრემიერმინისტრ აბეს თქმით, ეპოქა იმედით სავსე იაპონიას გამოხატავს.

იმპერატორმა 24 დეკემბერს 80 000 ადამიანის წინ დაბადების დღის უკანასკნელი მიმართვა გააკეთა და ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ ტახტს დატოვებდა. 

იმპერატორის თქმით, მას ძალიან უხარია, რომ მისი იმპერატორობის პერიოდში იაპონია ახალ ომში არ ჩართულა.

მიმართვის დროს მან იაპონელ ხალხსა და თავის ცოლს, მიჩიკოს მადლობა გადაუხადა.

აკიჰიტო პირველი მონარქია ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელმაც სიცოცხლეში სამეფო ტახტზე უარი თქვა.

იმპერატორმა გულის ოპერაცია გადაიტანა და პროსტატის კიბოს ებრძვის. თავისი მიმართვის დროს, იმპერატორმა აკიჰიტომ თანაგრძნობა გამოხატა იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც ოჯახის წევრები წელს მომხდარი სტიქიური უბედურებების დროს დაკარგეს.

მიუხედავად იმისა, რომ აკიჰიტოს პოზიცია ფორმალურია და მას პოლიტიკური ძალა არ აქვს, იმპერატორობის უდიდესი ნაწილი აკიჰიტომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ქმედებებზე ცნობიერების ამაღლებაში გაატარა. მან წუხილი გამოხატა იაპონიის სამხედრო ქმედებებზე ჩინეთსა და კორეაში - “მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ მეორე მსოფლიო ომში დაკარგული უამრავი სიცოცხლე... და მივაწოდოთ ეს ისტორია სიზუსტით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაბადებულებს.”

თავის მიმართვაში, იმპერატორმა აკიჰიტომ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია ახალი კანონის ქვეშ მეტ უცხოელს იმიგრანტს მიიღებს, რაც იაპონიის ასაკოვან მოსახლეობას სამუშაო დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება.

იაპონიას მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე უცხოელ მომუშავებს იღებს.

კომენტარები