რუსეთი

პუტინი: უკრაინელები და რუსები ერთი ერია [VIDEO]

Twitter/SaveAleppo

პუტინმა რასია 24-ის ეთერში თქვა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია. მისი აზრით, თუ მათ საერთო მოქალაქეობა ექნებათ ბევრად წარმატებულები და ძლიერები გახდებიან.

"ბევრი საერთოა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინელები და რუსები მოძმე ერია და მეტიც, მე საერთოდ ვთვლი, რომ ეს ერთი ერია, თავისი გამორჩეულობებით, კულტურულად, ისტორიულად - ერთი ერია. თუ ჩვენ გვექნება საერთო მოქალაქეობა, ამით მხოლოდ რუსები და უკრაინელები მოიგებენ, ჩვენ უფრო ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით," - აღნიშნა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსული პასპორტის აღება გაამარტივა. პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას გულისხმობს.

"ჩვენ ამ დღეს დიდხანს ველოდით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს დღე დადგა" - აღნიშნა ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშლინმა. 

რამდენიმე დღის წინ პუტინი ინიციტივით გამოვიდა, რომლის მიხედვით, ყველა უკრაინელს რუსული პასპორტის აღება უნდა გაუმარტივდეს.

საპასუხოდ, უკრაინის არჩეულმა პრეზიდერნტმა ზელინსკიმ თქვა, რომ მზად არის პუტინის რეჟიმისგან ტანჯულ რუს ხალხს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზოს.

კომენტარები