17 მაისი

სამების წინ კონცერტზე სუხიშვილების სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ

ანსამბლ სუხიშვილების ერთი ნაწილი 17 მაისს პარიზში გასტროლებზე იქნება, მეორე ნაწილი კი ART FAIR-ის გახსნაზე იცეკვებს. 

ანსამბლის წარმომადგენელმა ტაბულას უთხრა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტზე, რომელიც სამების წინ გაიმართება, 2 ცეკვას სუხიშვილების სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები შეასრულებენ. 

ინფორმაცია, რომ სუხიშვილები 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტზე გამოვიდოდნენ, მოძრაობა დავითიანნმა გაავრცელა, რომლებიც ამ დღის ღონისძიებებს ორგანიზებას უწევენ. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწერა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

დავითიანნი აცხადებს, რომ "პატრიარქმა ეს დღე ლგბტ მოძრაობისგან თავის დასაცავად დააარსა, ოჯახის სიწმინდის დღეს კი უნდა იქნეს გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ნება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ორი დაქორწინებული მამრის ან მდედრის".

ლგბტ აქტივისტი, გიორგი თაბაგარი ამ ღონისძების პასუხად ამბობს:

"უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!". 

კომენტარები