Game of thrones

კიტ ჰარინგტონი: გავბრაზდი, რომ მე არ ვიყავი ის, ვინც ღამის მეფეს კლავდა

HBO

Game of Thrones-ის ფინალური სეზონის მესამე სერიაში ვინტერფელის ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც არია სტარკის მიერ ღამის მეფის მოკვლით დასრულდა.

სერიალის მაყურებლების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ საბოლოოდ, ღამის მეფე ჯონ სნოუს უნდა მოეკლა, ასე ფიქრობდა მსახიობი კიტ ჰარინგტონიც.

"ძალიან გავბრაზდი. გავბრაზდი, რომ მე არ ვიყავი ის, ვინც ღამის მეფეს კლავდა. სცენარის წაკითხვამდე ამაზე ფსონად ათასებს ჩამოვიდოდი, დარწმუნებული ვიყავი, ვამბობდი "ეს აუცილებლად მე ვარ". შემდეგ მათ შეცდომაში შეყავხართ, რომ ჯონი ღამის მეფეს გამოედევნება", - თქვა კიტ ჰარინგტონმა HBO-ს ვიდეოში.

Game of Thrones-ის ერთ-ერთი რეჟისორის დევიდ ბენიოფის თქმით, მათ 3 წელია იციან, რომ ღამის მეფე არიას უნდა მოეკლა.

"ჯონ სნოუ ყოველთვის გმირი იყო, ის მხსნელია. თუმცა, ეს მომენტი არ იყო მისთვის. დაახლოებით, სამი წელია რაც ვიცით, რომ არია იქნებოდა ფატალური დარტყმის ავტორი", - თქვა დევიდ ბენიოფმა.

სერიალის შემდეგი სერია 5 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 1:20 წუთი იქნება.

კომენტარები