მუსიკა

მუსიკოს პიტერ დოერტის ზღარბის ეკალი შეერჭო და საავადმყოფოში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: NME.COM

ბრიტანული პოსტ პანკ ბენდის The Libertines-ის ვოკალისტი პიტერ დოერტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ზღარბის ეკალი შეერჭო. 

სააგენტო Daily Star-ის ცნობით, 30 აპრილს პიტერ დოერტი BBC Radio 5-ის პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ინციდენტის გამო მან მისვლა ვერ შეძლო.

"პიტ დოერტი ახლა საავადმყოფოშია, რადგან თითში ზღარბის ეკლის შერჭობის შედეგად ინფექცია შეეჭრა. პიტს ჯანმრთელობას ვუსურვებთ, რადგან საკმაოდ სერიოზული რამ შეემთხვა და გადაცემაში მოსვლას მართლა ვერ შეძლებდა,"- თქვა Daily Star-თან საუბრისას BBC Radio 5-ის ერთერთმა წამყვანმა DJ Nihal-მა. სწორედ მასთან მიდიოდა გადაცემაში დოერტი. 

NME წერს, რომ ზღარბთან დაკავშირებული ჭრილობა პიტერ დოერტიმ მაშინ მიიღო, როდესაც თავის ძაღლებს ასეირნებდა. ინციდენტს Twitter-ისა და Instagram-ის საშუალებით თავად მომღერალიც გამოეხმაურა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები