Facebook

FACEBOOK-ს სურს რომ თქვენს საიდუმლო "ქრაშთან" დაგაკავშიროთ - ახალი ფუნქცია

Facebook

Facebook საიდუმლო "ქრაშის" ფუნქციას ამატებს - ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორ იმუშავეს ახალი ფუნქცია?

თქვენ შეგეძლებათ 9 ადამიანი დაამატოთ საიდუმლო "ქრაშების" სიაში. დამატებულ ცხრავე ადამიანს Facebook-გან მიუვა შეტყობინება, რომ მათმა მეგობარმა ის სიაში დაამატა, თუმცა თქვენი ვინაობა შეტყობინებაში გამხელილი არ იქნება. ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდება, თუ თქვენ მიერ სიაში შეყვანილმა ადამიანმა თქვენც შეგიყვანათ თავის სიაში - ამის შემდეგ თქვენ ორივე შეტყობინებებს მიიღებთ, სადაც თქვენი სახელები ეწერება.

ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ ქვეყნებში იქნება, სადაც Facebook-ის გასაცნობი აპლიკაცია ფუნქციონირებს.

ასეთი ქვეყნებია - კოლუმბია, ტაილანდი, კანადა, არგენტინა, მექსიკა, ფილიპინები, ვიეტნამი, სინგაპური, მალაიზია, ლაოსი, ბრაზილია, პერუ, ჩილე, ბოლივია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, გუიანა და სურინამი.

საიდუმლო "ქრაშის" ფუნქცია ხუთშაბათიდან ამოქმედდება.

კომენტარები