ჰომოფობია

ლომია: ლგბტ-ებს გამოუყავით ადგილი, რომელიც გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან კავშირში არაა

0 კომენტარი

პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია შს მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვს, რომ 17 მაისს ლგბტ თემს ისეთი ადგილი გამოუყოს, რომელიც "დაკავშირებული არ იქნება ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან". 

ლომია გახარიას ასევე სთხოვს, რომ მინისტრმა მედიატორის როლი ითამაშოს ლგბტ საზოგადოებასა და "მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას" შორის.

"პატრიარქმა 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დღედ. ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის, დაელაპარაკოთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვოთ, რომ გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ქვეყნის სიწმინდეებთან",- ამბობს ლორია. 

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ არ გამოვლენილა, ვინ დგას შავი პიარკამპანიის უკან, რომელიც ბოლო დროს პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

"თქვენ იცით რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს და კონკრეტულად პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს შავი პიარკამპანია და ამ პიარკამპანიის უკან დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკეული მოქალაქეები და სამწუხაროდ ამაში ჩართულნი არიან მასმედიის საშუალებები და აი ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან ცუდია რომ თქვენ დღემდე ვერ გამოავლინეთ თუ ვინ დგას ამ შავი პიარკამპანიის უკან და დღემდე ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილები და არ არიან დასჯილები",- აღნიშნავს დეპუტატი. 

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები