იკერ კასილასის ინფარქტი

კასილასის კარდიოლოგი: იკერი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს

0 კომენტარი

"პორტუს" ვეტერანმა მეკარემ იკერ კასილასმა 1 მაისს ვარჯიშის დროს ინფარქტი მიიღო. 37 წლის ესპანელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

კასილასის კარდიოლოგის - ხუან ანტონიო კორბალანის განცხადებით, იკერი დიდი ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

"კორონარული სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, განსაკუთრებით, მეკარისთვის. იკერი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, მაგრამ პროფესიონალურ სპორტს ვერა", - განაცხადა კორბალანმა.

იკერ კასილიასს კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის "რეალში" აქვს გატარებული, ბოლო წლებში კი "პორტუს" ღირსებას იცავს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები