იტალია

იტალიის ჰომოფობი შს მინისტრი თავისი შეხედულებების გამო ფოტო ბომბერების "მსხვერპლი" გახდა

იტალიის ულტრა-კონსერვატორი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი თავისი შეხედულებების გამო ფოტო ბომბერების "მსხვერპლი" გახდა - მის ფოტოში ორმა გოგომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცა. 

აქტივისტები გაია პარისი და მატილდა რიზო მხოლოდ მეგობრები არიან, თუმცა როდესაც ულტრა-კონსერვატორი მემარჯვენე მათ ქალაქში ჩავიდა, მისთვის ფოტოს დაბომბვის მცდელობას ვერ გაუძლეს. 

სალვინიმ, რომელიც ულტრა მემარჯვენე, ანტი იმიგრაციული ლიგის პარტიის ლიდერია, ცოტა ხნის წინ ქალაქ ვერონაში ლგბტ ადამიანებისა და აბორტის უფლების საწინააღმდეგო კონგრესი ჩაატარა. კონგრესში მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათ "ბუნებრივი ოჯახები უნდა დაიცვან". 

ერთერთმა ფოტობომბერმა, გაია პარისმა, CNN-ს უთხრა, რომ მათი გზავნილი სიყვარულია. 

"ჩვენი გზავნილი სიყვარული და ტოლერანტობაა იმ სიძულვილის ენისა და ქცევის წინააღმდეგ, რომელსაც მატეო სალვინის მსგავსი პოლიტიკოსები ავრცელებენ. ამასთან, ეს არის სითამამე იმისთვის, რომ არ დავნებდეთ, რომ გავაგრძელოთ დისკრიმინაციისა და უსამართლობის გაპროტესტება, რადგან მხოლოდ ისეთმა მარტივმა და ბუნებრივმა რამემ, როგორიც კოცნაა, შესაძლოა, პოლიტიკური დებატები გახსნას,"- ამბობს პარისი. 

View this post on Instagram

Ciao amico @matteosalviniofficial

A post shared by Gaia Parisi (@gaiaparr) on

როდესაც სალვინიმ მხარდამჭერებთან ფოტოების გადაღება დაიწყო, ორი თინეიჯერი გოგო მასთან სელფის გადასაღებად რიგში ჩადგა და როცა მათი ჯერი მოვიდა, მოულოდნელად ერთმანეთს აკოცეს. დაცვამ მაშინვე გააცალკევა ისინი. სალვინიმ თქვა, რომ მათ კარგად ყოფნასა და "ვაჟების გაჩენას" უსურვებს.

 

კომენტარები