საავტომობილო მოძრაობა

გვიან ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. გაწმენდით სამუშაოებში მთამსვლელები ჩაერთნენ. მონაკვეთზე ცალმხრივად არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. მერიის განმარტებით, მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, რაც სპეციალისტები შეისწავლიან ტერიტორიას.

"ჩამოიშალა კლდის მასივი, დამცავმა ბადეებმა ლოდების უდიდესი ნაწილი დაიჭირა, რაც გზაზე გადმოიყარა, გავწმინდეთ. ვაწარმოებთ დანარჩენი დაძრული ქვების გასუფთავებას, როგორც კი დავრწმუნდებით, რომ უსაფრთხოდ იქნება კლდე, მივცემთ რეკომენდაციას გზის აღდგენაზე, სავარაუდოდ, დღის ბოლოს უნდა აღდგეს, ჩვენი დაკვირვებით“ - ამბობს შპს მანგის დირექტორი უჩა ღვინჯილია.

Update: შსს-ს ინფორმაციით, თამარაშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები