საავტომობილო მოძრაობა

შსს-ს ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისის მერია

შსს-ს ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით კლდის ნაწილი ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

თბილისის მერიის ცნობით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, დამცავმა ბადემ შეაკავა ჩამოშლილი ქვები. შესაბამისი ტექნიკა გზას გვიან ღამიდან წმენდდა. კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად იყო გადაკეტილი.

კომენტარები