უბედური შემთხვევა

მეტრო სარაჯიშვილზე ლიანდაგში ჩავარდნილი კაცი გარდაიცვალა

თბილისის მერია

კაცი, რომელიც მეტრო სარაჯიშვილზე ლიანდაგში ჩავარდა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრს მატარებელი დღეს დაეჯახა. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა. ამის გამო, მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, შეფერხებით მუშაობს თბილისის მეტროს პირველი ხაზი. 

კომენტარები