მეხის დაცემა

ქართული ოცნება უარყოფს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში მათ ოფისს მეხი დაეცა

41.ge

ქართული ოცნება უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ "ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ უთხრა, ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვა მოხდა. 

„მეხი არაფერს დასცემია. მოკლე ჩართვა მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მდებარე ბოძზე. წვიმდა, ქარი ქროდა, ამიტომ მოვიდა სამაშველო სამსახური, მაგრამ არაფერი სერიოზული რომ არ იყო, გამოიძახეს „ენერგო- პრო“ და „ენერგო- პრო ჯორჯიამ“ აღმოფხვრა პრობლემა,“ - თქვა ლაგვილავამ.

ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, მედიაში გუშინ გავრცელდა. 

კომენტარები