SpaceX

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ტესტირებისას განადგურდა [Video]

SpaceX-ში დაადასტურეს, რომ მათი კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ტესტირებისას განადგურდა. ამან შესაძლოა ხანგრძლივი დროით შეაფერხოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტების გაშვების გეგმები.

2019 წელს Crew Dragon-მა სატესტო ფრენა შეასრულა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს მარაგი მიაწოდა. კაფსულაში იყო მოთავსებული მანეკენი სახელად რიპლი, რომელსაც ისე ჰქონდა სენსორები მორგებული, როგორც ნამდვილ ასტრონავტს. რიპლი კაფსულასთან ერთად უვნებლად დაბრუნდა. მან თან დაზიანებული აპარატურა ჩამოიტანა, რომელსაც შეაკეთებენ და უკან გააგზავნიან.

თუმცა, 20 აპრილს ფლორიდაში კომპანიის ერთ-ერთი დაწესებულებიდან ამოსული კვამლის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ ხომალდს პრობლემები შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოც, რომელზეც სავარაუდოდ სწორედ კაფსულის აფეთქებაა ასახული.

როგორც კომპანიაში ამბობენ ძრავის ტესტირებისას ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი მიზეზის გამო ის განადგურდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ კვლავ არის იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ კოსმონავტები სადგურზე მიმდინარე წელს გაუშვას რადგან ახალი Crew Dragon ხომალდების მშენებლობა უკვე დაწყებულია.

კაფსულით კოსმონავტების გაგზავნა კი ივლისში იგეგმებოდა. NASA-ს თქმით ეს რაკეტები და კაფსულები დაასრულებს რუსეთზე დამოკიდებულებას, რათა NASA-მ კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტები გაუშვას. ნასა კოსმონავტებს დამოუკიდებლად მას შემდეგ ვეღარ უშვებს, რაც 2011 წელს ბოლო Space Shuttle-მა მოქმედება შეწყვიტა. SpaceX-ის გარდა მსგავს ტექნოლოგიას Boeing-იც ავითარებს.

კომენტარები