საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი არ დაუჭირა

ალექსანდრე ქანთარია
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. კანონპროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად "ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის “ლიბერალური” ამოღებასაც ითვალისწინებდა. კანონპროექტს, რომელშიც სიტყვა "ლიბერალური" არ ეწერა, მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 18 - წინააღმდეგ წავიდა.

საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობის ნაწილი დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის გადადებას მოითხოვდა. მათი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონში ამ სიტყვის ჩაწერას. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კანონპროექტის ავტორი ნუკრი ქანთარია კი, კენჭისყრის მომხრეები იყვნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მეორე მოსმენისთვის ამ სიტყვის გარშემო იმსჯელებდნენ და ავტორები დეტალურ კონსულტაციებს გაივლიდნენ განათლების სამინისტროსთან.

პარლამენტში ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი 2019 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

კანონის ამჟამინდელი ჩანაწერი ასეთია:

საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილის აზრით კი, ასეთი უნდა ყოფილიყო:

"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება".

კანონპროექტს, რომელშიც სიტყვა ლიბერალური არ ეწერა, მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა:

ესენი არიან: ირაკლი ბერაია, გიგა ბუკია, გიორგი გაჩეჩილაძე, რუსლან გაჯიევი, ბიძინა გეგიძე, ელგუჯა გოცირიძე, გოგა გულორდავა, ოთარ დანელია, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, ალექსანდრე ერქვანია, მუხრან ვახტანგაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი თოთლაძე, ედიშერ თოლორაია, ირმა ინაშვილი, გიორგი კახიანი, პაატა კვიჟინაძე, ემზარ კვიციანი, კარლო კოპალიანი, გიორგი ლომია, იოსებ მაკრახიძე, გენადი მარგველაშვილი, ადა მარშანია, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, გიორგი მოსიძე, რომან მუჩუაშვილი, დიმიტრი მხეიძე, პაატა მხეიძე, თამაზ ნავერიანი, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნარჩემაშვილი, სიმონ ნოზაძე, ბექა ოდიშარია, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გელა სამხარაული, ირაკლი სესიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ალექსანდრე ქანთარია, ზაქარია ქუცნაშვილი, შოთა შალელაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ოთარ ჩრდილელი, ზვიად ძიძიგური, მირიან წიკლაური, ივლიანე წულაია, შოთა ხაბარელი, არჩილ ხაბაძე, ლერი ხაბელოვი, თენგიზ ხუბულური, დიმიტრი ხუნდაძე, ვიქტორ ჯაფარიძე და მარიამ ჯაში.

კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა 19 დეპუტატი, მათ შორის 5 - ქართული ოცნეის წევრი. კანონპროექტს, რომლიდანაც სიტყვა "ლიბერალური" ამოღებული იყო, მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა: 

თამარ ხულორდავა (ქართული ოცნება), ზურაბ ჭიაბერაშვილი (ევროპული საქართველო), დიმიტრი ცქიტიშვილი (ქართული ოცნება), მამუკა ჩიქოვანი (ენმ), ლელა ქებურია (ევროპული საქართველო), სოფიო ქაცარავა (ქართული ოცნება), ირინა ფრუიძე (ქართული ოცნება), აზერ სულეიმანოვი (ენმ), სალომე სამადაშვილი (ენმ), სერგო რატიანი (ევროპული საქართველო), რამაზ ნიკოლაიშვილი (ევროპული საქართველო), ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო), ნიკა მელია (ენმ), გუგული მაღრაძე (ქართული ოცნება), ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო), ხათუნა გოგორიშვილი(ევროპული საქართველო), თინა ბოკუჩავა (ენმ), დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო). 

56-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 

კომენტარები