საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
ქირურგიული ჩარევა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ანტვერპენში გაუკეთეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამჟამად, ჩაკვეტაძე თავს კარგად გრძნობს.
ჩაკვეტაძის აგენტის - გოგა გახოკიძის თქმით, სარეაბილიტაციო პროცესი 4–6 თვე გაგრძელდება.
ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან ფოტო ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა გიორგი ქვილითაიამ გამოაქვეყნა: