თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსების ფერზე ახალ გამოკითხვას ატარებს. მისი თქმით, "ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა".
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში წლის ბოლომდე, Isuzu-ს ფირმის, 220 ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
დედაქალაქის მთავრობა ავტობუსის ფერების შესახებ გამოკითხვას რამდენიმე თვის წინაც ატარებდა.