ხავის კარიერის დასასრული

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ხავი კარიერას ასრულებს

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ განაცხადა, რომ  საფეხბურთო კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს.

"ფეხბურთელის რანგში ეს ჩემი ბოლო სეზონია. ვნახოთ, როგორი იქნება ჩემი მომავალი სამწვრთნელო ასპარეზზე", - ციტირებს "ალ სადის" 39 წლის ნახევარმცველის სიტყვებს Sport-ი.

ხავი "ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია. კატალონიურ გუნდს ის 1991 წელს, 11 წლის ასაკში შეუერთდა. "ბლაუგრანას“ პირველ გუნდში მას დებიუტი 1998 წელს ჰქონდა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, "ბარსელონას“ მაისურით ჩავიმ 767 თამაში ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 25 ტიტული მოიგო.

 

კომენტარები