ანექსირებული ყირიმი

ანექსირებული ყირიმის პრორუსმა ჟურნალისტებმა ტრამპის ფორმის ტორტი გაჭრეს [VIDEO]

YouTube

ანექსირებულ ყირიმში პრორუსმა ჟურნალისტებმა ნახევარკუნძულზე ტელევიზიის მაუწყებლობის 60 წლის აღსანიშნავად აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფრომის ტორტი გაჭრეს. ტორტზე ვხედავთ შემდეგ წარწერას - "მადლობა სანქციებისთვის".

"ვის სურს ტრამპის ნაჭერი..?" - იკითხა სიმფეროპოლელმა ჟურნალისტმა ოლეგ კრუჩკოვმა ტრამპის ფორმის ტორტის გაჭრისას.

"მომეცით მე ცხვირი, ცხვირი მომეცით… მიდით, ახლა ყური!" - დამსწრეთაგან ვისმენთ ვიდეოში.

"5 წელზე მეტია, რაც ისინი ჩვენ ცხოვრებას აუბედურებენ... ამიტომ ყირიმის ‘კრემლის პროპაგანდა’ ოფიციალურად შეჭამს ტრამპს და ყველა სანქციას" - ადგილობრივი ბლოგერის ლეონიდ კარპოვის ინფორმაციით, ეს სიტყვები ოლეგ კრუჩკოვმა ტორტის გაჭრამდე თქვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჟირინოვსკიმ უკრაინის დროშის ტორტი გაჭრა. "აი ამას დავუტოვებთ უკრაინას - 1/3-ს, ხოლო 2/3 იქნება აღმოსავლეთ რუსეთი..." - თქვა ჟირინოვსკიმ.

კომენტარები