დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. მათ განიხილეს სპეციალური საბჭოს მიულერის ანგარიში და სხვა საკითხები, ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი. 

პრეზიდენტებმა განიხილეს რობერტ მიულერის ანგარიში, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას შეეხებოდა, საუბრის ძირითადი დასკვნა იყო, რომ "გამოძიება დასრულებულია და საიდუმლო შეთანხმება არ ყოფილა." 

ჟურნალისტებთან საუბარში სანდერსმა თქვა, რომ მიულერის ანგარიში "ძალიან, ძალიან მოკლედ მიმოიხილეს, მისი დასრულების კონტექსტში. მან დაამატა, რომ ეს "ძალიან კარგი დისკუსია იყო" და საუბრის მთავარი ფოკუსი ვენესუელელი ხალხის დახმარება და მათი რესურსებით მომარაგება იყო. სანდერის თქმით, ტრამპმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას. მათ ასევე ისაუბრეს ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე. ტრამპმა და პუტინმა იმსჯელეს ახალ პოტენციურ მულტილატერალულ ატომურ ხელშეკრულებაზე აშშ-ის, რუსეთს და ჩინეთს შორის.  

დღევანდელი სატელეფონო საუბარი პირველი შემთხვევა იყო, როცა პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.  

" მქონდა ხანგრძლივი და ძალიან კარგი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.  როგორც ყოველთვის ვამბობდი, კუდიანების დევნის დაწყებამდე გაცილებით ადრე, რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან მორიგება კარგი რაღაცაა და არა ცუდი რაღაცა... ჩვენ განვიხილეთ ვენესუელა, უკრაინა ჩრდილოეთ კორეა და "რუსული თაღლითობაც. " - წერს ტრამპი Twitter-ზე. 


 

კომენტარები