განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო

კულტურის მიმართულების სსიპ-ები ერთიანდება, წიგნის ეროვნული ცენტრი მწერალთა სახლს უერთდება

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციებს აერთიანებს. სამინისტრო სიახლეს "მართვის გაუმჯობესების მიზნით" ხსნის. 

ცვლილებების შედეგად:

  • სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდებიან სსიპ-ები -  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
  • სსიპ - „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს
  • "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და "მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ "ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; 
  • სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება  ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

კომენტარები