გრეგორი ლეპსი

ლიტვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი შავ სიაში შეიყვანა

ლიტვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო შავ სიაში შეიყვანა.

მაგნიტსკის სიის გათვალისწინებით ლეპსიზე სანქციები დაწესდა. მას ლიტვაში შესვლა ეკრძალება.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეიმუტის მისუნასმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რაც ამ პიროვნებას ლიტვის რესპუბლიკაში შესვლას უკრძალავს," - აღნიშნა სამინისტროს სპიკერმა.

"ჩვენ გვჯერა, რომ რა მიზეზითაც აშშ მას ბრალდებას უყენებს, საკმარისი მიზეზია ჩვენთვის, სიაში იყოს," - აღნიშნა საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრმა დარიუს სკუსევიციუსმა.

აშშ-მა რუს მომღერალზე 2013 წელს დააწესა სანქციები. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მას კრიმინალურ დაჯგუფებებთან აქვს კავშირი.

ლეპსი ისრაელისა და უკრაინის შავ სიაშიც იმყოფება.

კომენტარები