ოჯახური ძალადობა

10 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, ბებიამ სცემა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა

dw.com

10 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ ბებიამ სცემა, ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

შემთხვევა თელავის ერთერთი სოფელში 2 მაისს მოხდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო და არასწრულწლოვანის ბებიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ღონისძიებით გამოძიების ამ ეტაპზე შემოიფარგლენ.

პოლიციას ძალადობის შესახებ სკოლის დირექტორმა შეატყობინა. მედიასთან საუბარში მაია ოთარაშვილი ამბობს, რომ სკოლაში მისულ ბავშვს ნაკაწრები და სისხლი შეამჩნიეს. მისივე ინფორმაციით, ბავშვის დედა საზღვარგარეთაა და ის ბებია-პაპასთან იზრდებოდა.

"ადრე იყო შემთხვევა, მაშინ ბავშვმა თქვა, რომ კატამ დაკაწრა. ბოლოს კი სპეცმასწავლებელმა შენიშნა, რომ ნაკაწრები ჰქონდა და ყურზე სისხლი აღენიშნებოდა. როგორცვე ეს შევამჩნიეთ დავრეკეთ პოლიციაში და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე ნათესავმა წაიყვანა ბიჭი თავისთან, ერთერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა სკოლაში", - ამბობს სკოლის დირექტორი ტელეკომპანია იმედის ცნობით.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის თქმით, საავადმყოფოში მისულ ბიჭს სახესა და სხეულზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ცხვირი კი შეშუპებული ჰქონდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

შსს-ს ცნობით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, არასრულწლოვან დასთან ერთად, ბებიას განაშორეს. გამოძიება 126-ე ცემის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები