სექსუალური ძალადობა

შსს: 1984 წელს დაბადებულმა კაცმა 67 წლის მეზობელზე სექსუალური ძალადობა სცადა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული კაცი დააკავა. 

უწყება ამბობს, რომ დაკავებული წარსულშიც არაერთხელ ნასამართლევია. 

რ.უ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დუშეთში დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ლ მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები